თბილისის ზღვაში სამძებრო სამუშაოებისას ცხედარი იპოვეს

პუბლიკა

თბილისის ზღვაში დაკარგული 22 წლის ლუკა ლაცაბიძის ძებნისას ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი შუა ხნის კაცს ეკუთვნის.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ლუკა ლაცაბიძის ძებნის სამუშაობის კი გრძელდება. მისი ნივთები შაბათს თბილისის ზღვასთან იპოვეს. მას რამდენიმე დღეა ეძებენ.