თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 2 მედდას კორონავირუსი დაუდგინდა

პუბლიკა

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის წარმომადგენლის თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 50-მდე პაციენტი მკურნალობს. 50 პაციენტიდან ერთი რეანიმაციაშია, 49  კი თერაპიული პაციენტია. მართვით სუნთქვაზე არცერთი არ იმყოფებოდა. გუშინ მიღებული პაციენტებიდან 38-ს ჩაუტარდა კვლევა და 4 პაციენტს ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირება. მისი თქმით, ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილდებიან.

მისივე თქმით, გუშინ გვიან ღამე მოვიდა ლაბორატორიული კვლევის პასუხები და ეს იყო კლინიკის პერსონალის პასუხები.

„ეს იყო ჩვენი მედპერსონალის პასუხები. დადასტურდა კორონავირუსი, მათი მდგომარეობა მსუბუქია, მაგრამ გადაყვანილი არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით გუშინ კლინიკაში მიღება შეჩერდა, სანამ არ განისაზღვრა ყველა მედპერსონალის ტემპერატურა, ღამე ისევ გაიხსნა მიღება. მედპერსონალი, ვისთანაც შეხება ჰქონდათ, გადაყვანილი არიან კარანტინში. მათ შორისაა ის პაციენტებიც, ვისთანაც მუშაობდნენ”, – განაცხდა კლინიკის წარმომადგენელმა. შეკითხვაზე – როგორ დაინფიცირდნენ? – უპასუხა, რომ, ეპიდემიოლოგების აზრით, შესაძლოა ისინი მატარებლები იყვნენ და ახლა გამოვლინდა, ან შესაძლებელია ახლა დაინფიცირდნენ. მისივე თქმით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური შემთხვევების კვლევა.