თბილისის ზღვის ჰოსპიტალში სამ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ კლინიკაში დაუდასტურეს.
მათი განცხადებით, კიდევ რამდენიმე პაციენტის ტესტზე პასუხებს ელოდებიან. მათივე ინფორმაციით, ჰოსპიტალში 17:00 საათზე დეტალებთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდება.
StopCov.ge-ზე მონაცემები ჯერ არ განახლებულა. ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 879 შემთხვევა ფიქსირდება. გამოჯანმრთელებულია 724 პირი და გარდაცვლილია 14 ადამიანი.