თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ვირუსი 1 ადამიანს დაუდასტურდა, მისი შვილი მოლარეა - ექიმი

პუბლიკა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა,  მარეხი ბექაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კორონავირუსზე გაგზავნილი 34 ტესტიდან დადებითი პასუხი ერთ ადამიანს აღმოაჩნდა.

მარეხი ბექაია ამბობს, რომ პაციენტი ხანდაზმული მამაკაცია და მდგომარეობა საშუალო სიმძმისაა.

„გუშინ 34 კვლევა გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ერთი დადებითი პასუხი მივიღეთ. ეს არის ხანდაზმული მამაკაცი. ამჟამად მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პაციენტის შვილი არის მოლარე, თუმცა არ დავასახელებ, სად. მას ერთი კვირის წინ აღენიშნებოდა ტემპერატურული რეაქცია და მშრალი ხველა. რადგან შვილი არის მოლარე, ეროვნული ბანკის კლასტერს უნდა მიეკუთვნებოდეს, ალბათ, რადგან ფულთან ჰქონდა შეხება. ამ კაცს სხვასთან არავისთან ჰქონია შეხება, არის შშმ პირი და, პრაქტიკულად, სახლიდან არ გადიოდა“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, დაინფიცირებული პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადავა და იქ გააგრძელებს მკურნალობას.