თბილისისა და კიშინიოვის ოფიციალურმა პოზიციებმა იმედი გამიცრუა - სტეფანჩუკი

პუბლიკა

უკრაინის რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, რომ საქართველოსა და მოლდოვას ოფიცილაურმა პოზიციამ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, იმედი გაუცრუა.

„ოდესღაც ვფიქრობდი, რომ  მთავარი რამ, რაც უკრაინას საქართველოსთან და მოლდოვასთან ყველაზე მეტად აკავშირებდა ეს რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების „დაკბენა“ იყო. მაგრამ თბილისისა და კიშინიოვის ოფიციალურმა პოზიციებმა სანქციების დაწესების ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, იმედი გამიცრუა“, – დაწერა რუსლან სტეფანჩუკმა twitter-ზე.