თბილისობის ღონისძიება გაუქმდება, თანხა ბათუმში დაზარალებულებს გადაერიცხებათ - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისობის ღონისძიება, რომელიც ტელევიზიით უნდა გადაცემულიყო, უქმდება და გამოყოფილი თანხა ბათუმში დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება.

„ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი. დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში“, – აცხადებს კალაძე.