თბილისს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ „მთაწმინდის ფერდობის” ახალი პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ 2020 წელს ქალაქის მერიას მწვანე პოლიტიკის მიმართულებით არაერთი პროექტი აქვს დაგეგმილი, რომლის შესახებ ინფორმაციასაც საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდიან.

„თბილისს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი და გარწმუნებთ, რომ თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით, სილამაზითა და სიმწვანით სავსე ქალაქი“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება იმისთვის, რომ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

მისი თქმით, იმ პროექტებსა და სამუშაოებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს, ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც, დაახლოებით 700 ჰექტარზე მთაწმინდის ფერდის მოწესრიგებას გულისხმობს – მთლიანად განახლდება და შეიცვლება.

მისი თქმით, მერია ამ პროექტს ფონდ „ქართუსთან“ ერთად იწყებს და პროექტისთვის ფონდი „ქართუ“ 16 მილიონს ხარჯავს.