თბილისსა და ქუთაისში ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე ჩხრეკა ჩატარდა და/ან მიმდინარეობს

პუბლიკა

დღეს, 24 ოქტომბერს თბილისში ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე ჩხრეკა ჩატარდა და/ან მიმდინარეობს.

ინფორმაცია თავდაპირველად რუსული დეზინფორმაციის მკვლევარ სოფო გელავას სახლიში ჩხრეკის შესახებ გავრცელდა. გელავა „ატლანტიკური საბჭოს” თანამშრომელია. წაიღეს მისი, მისი ქმრის, პარტია „ფედერალისტების” პოლიტსაბჭოს წევრ გიორგი ნონიაშვილის და შვილის ლეპტოპები და ტელეფონები.

ჩხრეკა ჩატარდა „ატლანტიკური საბჭოს” კიდევ ერთი თანამშრომლის, დეზინფორმაციის მკვლვრის, ეთო ბუზიაშვილის სახლშიც.

ბუზიაშვილის თქმით, მას თავდაპირველად უთხრეს, რომ გაზის კომპანიიდან იყვნენ, ვინაიდან „გაჟონვის პრობლემა იყო”. 

ელექტრონული ტექნიკა მისი სახლიდანაც წაიღეს.

ბუზიაშვილის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება 3 მუხლით: სსკ-ის 180-ე, 218-ე და 194-ე მუხლები – თაღლითობა, გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება.

გარდა ამისა, ჩხრეკაა ვაკეშიც – საბროკერო კომპანია Concentrix-ის ოფისში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ.

„ფესბუქზე” მოქალაქე ონისე ცხადაძემ დაწერა, რომ გაჩხრიკეს და მისი და მისი ძმის საცხოვრებელი – სანდრო ცხადაძე Concentrix-ს ში მუშაობს. უცნობია, რა კავშირია მკვლევრების ჩხრეკასა და Concentrix-ს შორის.

ასევე, ჩხრეკაა ქუთაისში, მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლში. მისი თქმით, გამოძიებამ მასთან ქოლცენტრები ახსენა. თუმცა, თავად ტყეშელაშვილმა თქვა, რომ ქოლცენტრებთან კავშირი არასდროს ჰქონია, ხოლო რეალური საფუძელი არის ის, რომ მისი ოჯახი არ არის მმართველი პარტიის მხარდამჭერი, მიზანი კი – დაშინება.