სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დღეს თბილისისა და გურჯაანის იზოლატორებში აქციების დროს დაკავებული 34 პირი მოინახულა
მისივე თქმით, მოინახულა ჟურნალისტი ბექა ყორშიაც. იოსელიანის თქმით, მას ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.
ომბუდსმენი ამბობს, რომ დაკავებულების ნაწილი კვლავ საუბრობს პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებაზე და პირადი ნივთების დაკარგვაზე.
„თბილისსა და გურჯაანში ერთად მოვინახულე დაახლოებით 34 ადამიანი, სამწუხაროდ ამ ადამაინების ნაწილი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, პოლიციელების მიერ უფლაბამოსილების გადამეტებაზე, რამდენიმეს აღენიშნება სახეზე სისხლნაჟღენთები, ძალიან ბევრი დაკავებული მიუთითებს პირადი ნივთების დაკარგვაზე, განსაკუთრებით ტელეფონის, როემლიც მათ ჩამოართვეს დაკავების დროს…
სპევციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან შიგნით, ახდენენ ამ ადამიანების გამოკითხვას, მათ შორის, ვნახე თქვენი კოლეგა ბექა ყორშიაც, დაზიანებები არ აღენიშნება, დანარჩენს თვითონ ისაუბრებს უკვე…“
სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს ყურადღება მიაქციოს პირადი ნივთების, განსაკუთრებით ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტს.
„ყევლა ტელეფონი, ყველა პირადი ნივთი რომელიც ჩამოართვეს პროტესტის მონაწილეებს, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ამ ადამიანებს“,- განაცხადა ომბუდსმენმა.