თბილისში 12 250 აბონენტს გაზი შეუწყდა

პუბლიკა

„თბილისი ენერჯის“ განცხადებით, კერძო კომპანიამ გათხრის დროს საშუალო წნევის გაზსადენი მილი დააზიანა და დიღმის მასივის 12 250 აბონენტს გაზის მიწოდება შეწყვეტილი აქვს.

გაზის მიწოდება 17 დეკემბრის დღის მეორე ნახევარში იგეგმება.„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის.