თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 20 ნოემბრიდან მგზავრებს მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება.
კახა კალაძის თქმით, ახალი მარშრუტები ემატება იმ უბნებს, იმ ქუჩებს, იმ რაიონებს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.
ახალი მარშრუტების ჩამონათვალია:
N421 მარშრუტი მეტროსადგურ „გურამიშვილიდან“ ურეკის ქუჩის გავლით, ზღვისუბნის XI-III-IV მიკრორაიონებს მოემსახურება.
N441 მარშრუტი გადაადგილდება სოფელი დიღმის ცენტრიდან ამავე სოფელში, რუსთაველის, ყაზბეგისა და ფიროსმანის ქუჩების მიმართულებით.
N443 მარშრუტი სოფელი დიღმის ცენტრიდან მოემსახურება სოფელ დიდგორსა და სოფელ თელოვანს.
N446 მარშრუტი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების გავლით გადაადგილდება მაისურაძისა და ინგუშეთის ქუჩების მიმართულებით.
N454 მარშრუტი მოემსახურება ვარკეთილის III ა მიკრორაიონს მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ და ჩაანაცვლებს მარშრუტს – N54.
N494 მარშრუტი მოემსახურება მუხიანის აგარაკებში ვარდისუბნის ქუჩას მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“, ამავდროულად ჩაანაცვლებს მარშრუტს – N104.