ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 599 პირი, გარდაიცვალა -39.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 094 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 774 შემთხვევა, აჭარა – 142, იმერეთი – 255, ქვემო ქართლი – 140, შიდა ქართლი – 133, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 122, კახეთი – 80, მცხეთა-მთიანეთი – 33, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 077, საიდანაც, 6 654 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 901, აჭარაში – 747, იმერეთში – 1 356.
მძიმე პაციენტია 1 104 პირი, მათ შორის, თბილისში – 511, აჭარაში – 138, იმერეთში – 254. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში – 217, აჭარაში – 35, იმერეთში – 63.
1 913 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 695 – თბილისში, 868 – აჭარაში, 126 – იმერეთში. 17 510 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 481 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 213, აჭარაში – 147, ხოლო იმერეთში – 7.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 773 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 775 პირი, აჭარაში – 5 993, იმერეთში – 6 330.