თბილისში, აეროპორტის გზაზე მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა. ამ დროისთვის, მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.