თბილისში, აფთიაქში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მდებარე „ავერსის“ ფილიალში მომხდარ ინციდენტზე 1 პირი დააკავა. გამოძიება სავარაუდოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

„ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე-მეოთხე ნაწილებით დაკავებულია ერთი პირი ბრალდებულის სახით. სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე, რაზეც დაინიშნება ექსპერტიზა, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები და შემდეგ მიეცემა საქმეს მსვლელობა. ორი პირი შევიდა, აქედან ერთი პირია ბრალდებულის სახით დაკავებული. ერთია არასრულწლოვანი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვლადიმერ წითლაურმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყაზბეგზე „ავერსის“ ფილიალში ორი პირი შევიდა, რომლებიც რეცეპტით გასაცემ მედიკამენტს ითხოვდნენ. ფარმაცევტის უარის შემდეგ კი მას დაემუქრნენ ნივთით, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა.