თბილისში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს - შსს გამოძიებას განზრახ მკვლელობის მუხლით აწარმოებს

პუბლიკა

თბილისში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. დაკავებულია 3 პირი.