თბილისში ამერიკის მოქალაქეს ეძებენ

პუბლიკა

განახლება – შსს ადასტურებს, რომ ამერიკის დაკარგული მოქალაქე იპოვეს.

39 წლის ამერიკის მოქალაქეს, ალექს ლოიოსს თბილისში უკვე მე-5 დღეა ეძებენ. მისი ახლობლებისა და მეგობრების ინფორმაციით, ალექსი კონტაქტზე 7 თებერვალს გამოვიდა, ხოლო ბოლოს 9 თებერვალს, ნაცნობმა ტაქსისტმა ძველ თბილისში შენიშნა – „ძალიან ცუდ მდგომარეობაში, არ ჰქონდა ფული, ჰგავდა დაკარგულსა და დაბნეულს“.

მისი ახლობლები ალექსს სოციალური ქსელით ეძებენ. მათივე ინფორმაციით, საქმის კურსშია საელჩო და საგამოძიებო უწყებები. ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება პოსტერები.

„პუბლიკა“ ცდილობს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღოს დამატებითი დეტალები.

ალექსის მეგობრების მიერ დამზადებული პოსტერი