თბილისში აქცია გრძელდება - მოქალაქეებმა თსუ-ის პირველ კორპუსთან გადაინაცვლეს

პუბლიკა

თბილისში აქცია გრძელდება – მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გადაინაცვლეს.

პარლამენტთან მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ შეკრებილები. ისინი აპროტესტებენ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, ამასთან, სოლიდარობას უცხადებენ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებს. პარლამენტთან აქციის მიმდინარეობის დროს მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით პოლიცია და სპეცტექნიკა.

საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი და ძალადობრივად დააკავეს რამდენიმე მოქალაქე. გავრცელდა დაშავებულების კადრებიც. ამ დროისთვის, მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.