თბილისში არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი დაჭრა

პუბლიკა

თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე, არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი დაჭრა.

16 წლის მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი. „კურიერის“ ცნობით, ბრალდებული 14 წლისაა.

ექიმის ცნობით, დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

შსს გამოძიებას  სისხლის სამართლის 117-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალდებული დაკავებულია.