შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით – ყაზახეთის მოქალაქე, 2001 წელს დაბადებული ს.ს. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა 2009 წელს დაბადებულ ნ.ლ.-ს.
არასრულწლოვანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.