12 აგვისტოს ღამეს, თბილისში, ცირკის მიმდებარედ არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს – ამის შესახებ „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.