თბილისში, ავტობუსის გაჩერებასთან, კაცმა ცოლი დაჭრა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
შსს-ში აცხადებენ, რომ კაცი დაკავებულია.