თბილისში ბინის ქირა 79%-ით გაიზარდა წინა წლის აგვისტოსთან შედარებით – TBC Capital

პუბლიკა

„თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში თბილისში გასაქირავებელი ბინის ფასი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 79%-ით გაიზარდა და ბინის ქირის ფასმა კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 8,9 აშშ დოლარს მიაღწია.

27%-ით გაიზარდა გასაყიდი ბინების საფასური და კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 999 აშშ დოლარი შეადგინა.

2022 წლის აგვისტოში გაიყიდა 737 ახალი ბინა, რაც 18.5%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება ძველ ბინებს, გაყიდვების წლიური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყო და 29.3% შეადგინა.

საბურთალოზე (+31%), გლდანსა (+30%) და ნაძალადევში (+28%) გასაყიდი ბინების ფასები ყველაზე მეტი პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა.