თბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის ამსახველი ბანერები წითლად გადაღებეს

პუბლიკა

ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 35-ე წლისთავისთვის მიძღვნილი, ვაცლავ ჰაველის პარკის ღობეზე გამოკრული ბანერები, წითლად შეღებეს.

„სამწუხაროდ, ასე დასრულდა ჩვენი გამოფენა, რომელიც ეძღვნებოდა 1989 წლის ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 35-ე წლისთავს, მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ. გამოფენა მდებარეობდა ვაცლავ ჰაველის პარკის ღობეზე, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ვინმეს შეიძლებოდა ჰქონოდა პრობლემა ამ გამოფენასთან!” – წერს ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი.

იგი სოციალურ ქსელ X – ში ვანდალიზმის ამსახველ ფოტოებსაც ავრცელებს.