საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია დაჭრეს.
ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა. გამსახურდიას ხეჩინაშვილის კლინიკაში ოპერაცია უტარდება, მას გულ-მკერდის არეში აქვს ჭრილობები მიყენებული.