DataFest Tbilisi, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი, თბილისში წელს უკვე მერვედ ჩატარდა. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებულად მასშტაბური იყო და 19 სექტემბრიდან სამი დღის განმავლობაში 1200-ზე მეტ სტუმარს, 70-ზე მეტ სპიკერს, ათობით ვორკშოპსა და ინსპირაციულ გამოსვლას უმასპინძლა. ფესტივალის სცენებიდან მოვისმინეთ სფეროს წამყვანი სპიკერების გამოსვლები ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა Volvo, Microsoft, TikTok, Apple, IBM, The Guardian და სხვა.
DataFet Tbilisi ყოველწლიურად აერთიანებს ადამიანებს, რომელთა საქმიანობა მონაცემებთანაა დაკავშირებული — დიზაინერებს, დეველოპერებს, მარკეტერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, სტარტაპერებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და სახელმწიფო მართვის სპეციალისტებს. 2017 წლიდან დღემდე ფესტივალმა 80-ზე მეტი ქვეყნიდან 7000-ზე მეტ მონაწილეს, 200-ზე მეტ ვორკშოფსა და სპიკერს უმასპინძლა.
გასული წლების მსგავსად წელსაც ფესტივალის სცენა მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა გლობალურ და ლოკალურ პრობლემებზე სასაუბროდ. მონაცემების როლი დემოკრატიის, არჩევნებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში – ეს საკითხები წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
უფრო კონკრეტულად კი, წლევანდელმა DataFest Tbilisi-მა 8 თემატური მიმართულება დაფარა:
- მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი
· მონაცემები, მარკეტინგი და რეკლამა
· მონაცემთა დიზაინი
· მონაცემები და არჩევნები
· მონაცემთა ჟურნალისტიკა
· მონაცემები და ადამიანის უფლებები
· მონაცემები, კლიმატის ცვლილებები და მდგრადი განვითარება
· მონაცემებსა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სტარტაპები
„როცა 8 წლის წინ, DataFest Tbilisi დავაფუძნეთ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს ღონისძიება, ასეთ მოკლე დროში, იქცეოდა ასეთ მასშტაბურ ფესტივალად. წლევანდელი გამოშვება ნამდვილად ყველაზე მასშტაბური იყო, ფაქტობრივად მთელი მსოფლიოდან მოვუყარეთ თავი მონაცემებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს. წლევანდელ ფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ისეთ თემებს, როგორებიცაა მონაცემებისა და ტექნოლოგიების როლი დემოკრატიაში,, არჩევნებში, ქალების პოლიტიკური მონაწილეობასა და ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვაში. ეს საკითხები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, რომ დემოკრატიის საფრთხეები დღეს ისეთი რეალური და ხელშესახებია, როგორც არასდროს, განსაკუთრებით კი – საქართველოში”, – აღნიშნა ნინო მაჭარაშვილმა, ფესტივალის დამფუძნებელმა.
DataFest Tbilisi 2024-ის ორგანიზატორია ForSet და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამა.
ხოლო პარტნიორები არიან: USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, USAID მედია პროგრამა, USAID საჯარო მმართველობის პროგრამა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითრების სააგენტო, Alliance of Democracies, New Democracy Fund, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), UNDP-სა და შვედეთის გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამა, მედიის განვითარების ფონდი, სამხრეთ კორეის სახელმწიფო, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA), გრანთ თორნთონ საქართველო, ibccs.tax.
სპონსორები: EPAM, Quantori, Lineate, AI Lab, ProService, Reach Hub, R Consortium.
ღონისძიების მედიაპარტნიორები არიან: Next.on.ge, At.ge, Business Media Georgia, პუბლიკა, dev.ge, Entrepreneur, Marketer, ტელეკომპანია ფორმულა, კაქტუსი მედია, BPN.