თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა - დაშავდა ორი ადამიანი

პუბლიკა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა – მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.