თბილისში დღეიდან ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისი ამოქმედდა. საპილოტე პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ქართულ სტარტაპს ეკუთვნის, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.
„ქალაქში გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც აღნიშნული ელექტროსკუტერები განთავსდება და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ექნება გადმოწერილი აპლიკაცია ძალიან მარტივად ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ამ სერვისით”, – თქვა კალაძემ.
მისი თქმით, „ეს არის კომპანია Bird, რომელიც ამერიკული სტარტაპია და მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. ძალიან წარმატებული მიმართულებაა და განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში და თბილისიც, რა თქმა უნდა, არ ჩამორჩება განვითარებად ქალაქებს”.
ელექტროსკუტერები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და Bird-ის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით, სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დღეში რამდენჯერმე დამუშავდება. ხელთათმანისა და სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება ასევე აუცილებელია მომხმარებლისთვისაც.