თბილისში, ერთ-ერთ კვების ობიექტში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

პუბლიკა

თბილისში, მარჯანიშვილზე მდებარე ერთ-ერთ კვების ობიექტში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საკვები პუნქტის 21 წლის თანამშრომელი დენის დარტყმის შედეგად ადგილზე დაიღუპა.

შსს-ს თქმით, გამოძიება სსკ 240 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.