თბილისში Female Freedom Film Festival გაიმართება

პუბლიკა

Female Freedom Film Festival 2022 წლის 25 ნოემბერს ერთდროულად გაიხსნება სამ ქალაქში  – თბილისში, ბერლინსა და ჩერნივცში.

ფესტივალი ქალ კინორეჟისორებსა და მათ მიერ გადაღებულ პოლიტიკურად და სოციალურად მნიშვნელოვან ფილმებს ეძღვნება  და ახალგაზრდა ქალი ავტორების ემანსიპაციას და მათი ნამუშვრების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას ემსახურება.

ფესტივალს მკვეთრი პოზიცია აქვს უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით. წლევანდელი პროგრამის მთავარი თემაც ომია და ის გამოწვევები, რომლებიც მისი მიმდინარეობისას ჩნდება, განსაკუთრებით კი ქალებისთვის.

ფილმების ჩვენებით, რეჟისორებთან შეხვედრებითა და დისკუსიების მეშვეობით კინოფესტივალი წინ წამოწევს იმ ქალების ხმას, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ომი, დევნილობა და ძალადობა.

Female Freedom Film Festival ევროპული მედიაინიაციტივის პროექტია და საქდოკ ფილმთან (თბილისი) Gedankendach (ჩერნიცვი) ერთად ხორციელდება. მას ორგანიზებას უწევს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში.

თბილისში ჩვენებები სამი დღის განმავლობაში გაიმართება კინოთეატრ ამირანში (მერაბ კოსტავას ქუჩა 36/1)

 პარასკევი

25 ნოემბერი

16:00 „დედამიწა ფორთოხალივით ლურჯია“, რეჟისორი ირინა ცილიკ, უკრაინა;

18:00 „გამოკვეთილი ნიშნების გარეშე“, რეჟისორი ალინა გორლოვა, უკრაინა;

19:30 „შინაგანი ბრძოლები“, რეჟისორი მაშა კონდაკოვა, უკრაინა (შეხვედრა რეჟისორთან, ონლაინ).

შაბათი

26 ნოემბერი

16:00 „განსაწმენდელი“, ტატიანა სვირეპა, ბელორუსი მარა, რეჟისორი საშა კულაკ, ბელორუსი

18:00 „ეს წვიმა არასოდეს შეწყდება“, რეჟისორი ალინა გორლოვა, უკრაინა (შეხვედრა რეჟისორთან, ონლაინ)

20:00 „დისკუსია ქალები ომში“, ნინო კალანდარიშვილი, ლილია ჩიხლაძე, მოდერაცია – ნინო ლომაძე

კვირა

27 ნოემბერი

16:00 1937, რეჟისორი ნორა მარტიროსიან, სომხეთი

18:00 პლაი, რეჟისორი ევა ჯიშიაშვილი, უკრაინა (შეხვედრა რეჟისორთან, ონლაინ)

ჩვენებაზე დასწრება უფასოა, თუმცა პოსტერზე დატანილი QR კოდის საშუალებით შეგიძლიათ, დონაციაში მიიღოთ მონაწილოება და დაეხმაროთ უკრაინის ომში ფრონტზე მყოფ ქალებს.