შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2002 წელს დაბადებული ი.ზ. გაუპატიურებისა და ძალადობით ჩადენილი თვითნებობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა 1995 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც, მსხვერპლის ნების საწინააღმდეგოდ, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა”, – წერს შსს.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გაუპატიურებას და ძალადობით ჩადენილ თვითნებობას გულისხმობს.
დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.