ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი საკუთარ სახლში დაჭრეს.
ამის შესახებ ტელეკომპანია მთავარს გოგი თოფაძემ უთხრა.
თოფაძის თქმით, მის შვილიშვილს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული და ახლა საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
როგორც თოფაძე ყვება, შემთხვევა დილით მოხდა.
„დილის 5:00 საათზე დაჭრეს, სახლში შემოუვარდნენ ჩემს შვილს. ახლა მოვედი საავადმყოფოდან, ოპერაცია გაუკეთეს, 4 ჭრილობა აქვს მიყენებული და ჯერ უგონოდ არის”.
“ჩემი შვილიშვილის სტუმრები გვყვავდნენ, ქეიფობდნენ, შემოვარდა ის კაცი. ადამიანი, ვინც ჩემი შვილიშვილი დაჭრა, არ იყო სტუმარი. ამ პიროვნებას მგონი ჩემი შვილიშვილი შორიდან იცნობდა”.
“არ ვიცით გადარჩება თუ არა, 4-ჯერ დაარტყა დანა. არ ვიცნობ მას, (დამნაშავეს) მაგრამ ვიცი, რომ ადრეც არაერთი კაცი დაუჭრია” – ამბობს თოფაძე.