თბილისში, ე.წ. მალაკნების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რასაც სროლა მოჰყვა.
„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას. უწყებიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.