თბილისში კედლის მოწყობის სამუშაოების დროს ფერდობი ჩამოიშალა და ორი მუშა დაიღუპა

პუბლიკა

თბილისში, ართვინის ქუჩაზე კედლის მოწყობის სამუშაოების დროს ფერდობი ჩამოიშალა, რასაც ორი მუშა ემსხვერპლა.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ართვინის ქუჩა N67-ში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ოუ ნი“ ასრულებდა გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს, რა დროსაც ჩამოიშალა ავარიული ფერდობის მასა და მოიყოლა კომპანიის ორი თანამშრომელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.