თბილისში ხანძრის სამი კერაა – შავნაბადას მიმდებარე ტერიტორიაზე, სამგორის რაიონში და ავჭალაში.
თელეთის ქედზე (შავნაბადა) ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ და ასევე, ჩართულია ავიაციაც. სამგორის რაიონში ხანძარი, როგორც ამ ეტპაზე მედიისთვისაა ცნობილი, მეორად საბურავებს გაუჩნდა. ავჭალაში კი ბალახი იწვის.
ინფორმაციას და ვიდეომასალას გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.
როგორც მედიისთვისაა ცნობილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაობში ჩართულები არიან და სამივე ლოკაციაზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.