თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა

პუბლიკა

თბილისში, ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა.

ჟურნალისტებს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, რომ 17 დღის ახალშობილი ბათუმიდან გადმოიყვანეს და ის მართვით სუნთქვაზე იყო.

„სამი პაციენტი იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში, სამივე მართვით სუნთქვაზე. ერთი არის ახალშობილი, რომელიც ბათუმიდან გადმოიყვანეს 17 დღის. 8 დღის განმავლობაში მკურნალობდა ეს ბავშვი ბათუმში. უმძიმეს მდგომარეობაში დაინტუბირებული, მართვთ სუნთქვაზე გადმოვიდა ჩვენთან. თანმხლები დაავადებები ჰქონდა სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი, ფილტვის ქსოვილის მძიმე დაზიანება, ასევე რესპირატორული დისტრესი. გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე გარდაიცვალა“, – განაცხადა მან.

ბოლო 24 საათში კორონავირუსს 83 პაციენტი ემსხვერპლა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 7 732 პირი გარდაიცვალა.