თბილისში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან, სართულებს შორის არსებული ფანჯრიდან ხანშიშესული ქალი გადავარდა და გარდაიცვალა.
„პუბლიკას“ ინფორმაცია დაუდასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.