თბილისში მანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა, ერთი ადგილზე დაიღუპა

პუბლიკა

თბილისში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა. დედა ადგილზე დაიღუპა, შვილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.