თბილისში, მარჯანიშვილზე ქალი მოკლეს

პუბლიკა

განახლება: განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული ა.დ. დააკავეს.

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარედ ქალი მოკლეს.

მედიის ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები, სავარაუდოდ, მეზობელმა მიაყენა.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, ასევე პოლიცია სამძებრო ღონისძიებებს ატარებს.