თბილისში მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესი სუბსიდიის სახით 5000 ლარს მიიღებს - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას წარმოდგენილი აქვს ინიციატივა, რომელიც უკავშირდება შემდეგ საკითხს, რომ „შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც ანტიკრიზისული გეგმისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების და ეკონომიკის სტიმულირებისთვის, ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის.

„ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5 ათასი ლარით. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10 ათას ლარს.

რა თქმა უნდა, ცენტრალური მთავრობა მზად არის, მხარი დაუჭიროს მერიის ამ ინიციატივას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.