თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის მედიკამენტების პროგრამა ამოქმედდება

პუბლიკა

კახა კალაძის განცხადებით, პენსიონერებისთვის თბილისში მედიკამენტების პროგრამა ამოქმედდება. სოციალურად დაუცველი 100 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე 40 000-მდე პენსიონერი 500-ლარიან ვაუჩერს მიიღებს.

„დაფინანსება ვაუჩერული პრინციპით მოხდება და წელიწადში მისი ღირებულება 500 ლარი იქნება. პენსიონერს საშუალება ექნება, ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტი (გულ-სისხლძარღვთა, გამაყუჩებელი, ქრონიკული ავადმყოფობების სამკურნალო და ა.შ.) თბილისის მერიის სპეციალური, 500-ლარიანი ვაუჩერის ფარგლებში შეიძინოს“, – განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.