თბილისში მომღერალი კოსტა სანიკიძე დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
სანიკიძე საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი ახლობლების ცნობით, მდგომარეობა მძიმეა.
„ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც მაქვს, არის მძიმედ, მუცლის არეში აქვს დანით მიყენებული 4 ჭრილობა. დღეს დილით მოხდა. პირველი შემთხვევა არ არის, უბრალოდ წინა შემთხვევაში აერია სახლი და მეზობელთან გადახტა, ამ ეტაპზე აღარ აერია და თვითონ კოსტასთან მივიდა სახლში. დაიჭირეს უკვე“, – ამბობს სანიკიძის მეგობარი, სალომე ბარათაშვილი „მთავარ არხთან“.