თბილისში მოქალაქეს სანთებელების სატენი აუფეთქდა - საგანგებო

პუბლიკა

ისანი-სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრი დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მოქალაქეს აუფეთქდა სანთებელების სატენი, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ნგრევა და მახვერპლი არ არის.

„კიდურების დამწვრობა მიიღო ერთმა მოქალაქემ, კონტაქტურია, გადაყვანილია შესაბამის დაწესებულებაში”, – აცხადებენ სამსახურში.