თბილისში, მოსე თოიძის ქუჩაზე ხელყუმბარა იპოვეს

პუბლიკა

თბილისში, მოსე თოიძის ქუჩაზე ხელყუმბარა იპოვეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

როგორც ადგილობრივი რუსთავი 2-თან ამბობს, ნაჭერში შეხვეული ნივთი სახლის სახურავზე იყო, გადმოაგდეს და როცა ხელყუმბარა ნახეს, შსს-ს აცნობეს.