თბილისში მოტოციკლისა და ველოსიპედის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
პლატფორმის „ჩემი ქალაქი მკლავს“ ინფორმაციით, თვითმხილველების თქმით, ველოსიპედით მოძრავმა ახალგაზრდამ მოტოციკლს გზა ჩაუჭრა, რომლის მძღოლმაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ჯერ ველოსიპედს შეეჯახა, შემდეგ კი ხეს და შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მოტოციკლეტი ველობილიკზე მოძრაობდა.
ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.