თბილისში ნამდვილად ბნელი დღე დადგა - ყოფილი ევროპარლამენტარი

პუბლიკა

„თბილისში ნამდვილად ბნელი დღე დადგა”, – ასე ეხმაურება ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას.

„საქართველოში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შესახებ ეჭვები აქამდეც გამოთქმულა რამდენიმე საკითხის ირგვლივ. ოპოზიციის ლიდერის დაკავება ამბის ძალიან მძიმე განვითარებაა. თბილისში ნამდვილად ბნელი დღე დადგა”, – წერს ჰარმსი Twitter-ზე.


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით.