თბილისში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

პუბლიკა

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.