თბილისში „ორი ნაბიჯის“ ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია ტკბილეული და ალკოჰოლური სასმელი.
შსს-ს თქმით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
მაღაზიაში ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის ფაქტს უწყებაში არ ადასტურებენ.