თბილისში პოლიციელი დაჭრეს

პუბლიკა

თბილისში წყნეთის პოლიციის განყოფილების თანამშრომელი დაჭრეს. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, კაცს სახლთან ორმა ადამიანმა გაუხსნა ცეცხლი.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117- და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

„გავიგე სროლის ხმა, გამოვედი, რა ხდება, რა ხდება და პოლიცია იყო მოსული უკვე. რა ხდებაო და შაკო დაჭრესო, ჩემი მაზლის შვილიშვილია ეს ბიჭი, შაკო დაჭრესო და წაიყვანა სასწრაფომ…. სად მუშაობს და წყნეთის პოლიციაში“, – ყვება ნათესავი „ტვ პირველთან“.

დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.