თბილისში პოლიციელი მოკლეს, დაკავებულია პოლიციის ყოფილი თანამშრომელი

პუბლიკა

დღეს დილით, სავარაუდოდ გამთენიისას, თბილისში პოლიციელი მოკლეს.

მკვლელობის ფაქტი „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-მ უკვე დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი. „პუბლიკის” ინფორმაციით იგი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.

როგორც სამინისტროში გვითხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოს შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.