თბილისში პრაიდის საწინააღმდეგო ჰომოფობიურ აქციაზე 11 ადამიანი დააკავეს

პუბლიკა

თბილისში ჰომოფობიურ აქციაზე 11 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ „პუბლიკას” შსს-ში განუცხადეს.

დღეს, 1 ივლისს Tbilisi Pride-ის კვირეული ფილმის დახურული ჩვენებით უნდა დაიწყოს.

ჰომოფობიური და რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები იმ ადგილას მივიდნენ, სადაც აღნიშნული კინოჩვენებაა დაგეგმილი. ისინი შენობაში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.